ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

სოციალური პასუხისმგებლობა და გარემო

სოციალური პასუხისმგებლობა და გარემო

თანამედროვე ბიზნეს სამყაროში კორპორაციული პასუხისმგებლობა აღარ არის არჩევანი, ის ფუნდამენტურ აუცილებლობას წარმოადგენს. კომპანიებს, რომლებიც აერთიანებენ საკუთარ საქმიანობას და პასუხისმგებლიან პრაქტიკას, არა მხოლოდ დადებითი წვლილი შეაქვთ საზოგადოებისა და გარემოს განვითარებაში, არამედ ისინი აძლიერებენ კომპანიის რეპუტაციასაც.  სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ როგორც ერთერთ უდიდეს ენერგოკომპანიას საქართველოში, გათვითცნობიერებული აქვს საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობა ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის მხრივ. ჩვენი კომპანიის ერთერთი პრიორიტეტი არის ვალდებულება საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.

ენერგოეფექტურობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია.  ოპტიმიზაციის გზით, ენერგიის მოხმარება შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს, რაც საბოლოოდ აისახება გარემოსდაცვით ისეთ სიკეთეებში, როგორიცაა ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის და დაბინძურების შემცირება, რაც რეალურად იწვევს გლობალური კლიმატის ცვლილებას. ენერგოეფექტურობის ერთერთი მნიშვნელოვანი სიკეთე პირველ რიგში, მოიცავს გარემოსდაცვით სარგებელს როგორიცაა დამაბინძურებელი ემისიების გამოყოფა და წყლის დანაკარგების შემცირება. ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას შეუძლია შეამციროს ინდივიდუალური კომუნალური გადასახადები და შექმნას ეკონომიკური დოვლათი.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კარგად აქვს გათვითცნობიერებული კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა და საკუთარი როლი გარემოს დაცვის და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის კუთხით. კომპანიამ 2025 წლის თებერვლიდან დაიწყო კამპანია „აიჩემე დაზოგვა“. აღნიშნული კამპანია მიმართულია ენერგოეფექტურობის მნიშვნელბის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ. კამპანიის მიზანია აჩვენოს საზოგადოებას, რომ თითოეული ადამიანის ერთი შეხედვით  უმნიშვნელო ქმედებით, ჩვევით/აჩემებით შეიძლება შემცირდეს გარემოზე მავნე ზემოქმედება, ელექტროენერგიის მოხმარების დაზოგვით კი შეიძლება შემცვირდეს დანახარჯი და გაიზარდოს ადამიანების პირადი ბიუჯეტი.

 

რეკომენდაციები ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების და ენერგოეფექტურობის აქტივობის ხელშეწყობისთვის

 

  • შეცვალეთ ჩვეულებრივი ნათურები ენერგოეფექტური და ლედ ნათურებით. მათი მოხმარება ხუთჯერ ნაკლებია ჩვეულებრივი ნათურის მოხმარებაზე. შესაძლოა პირველ ეტაპზე მოგიწიოთ ჩვეულებრივ ნათურებზე მეტი თანხის გადახდა, თუმცა ენერგოეფექტური ნათურები უფრო ხანგრძლივად მოგემსახურებათ და მათი მუშაობის ვადაში ჯერადობით მეტ თანხებს დაგიზოგავთ ვიდრე განსხვავება საწყის ღირებულებაში;
  • გამოიყენეთ წერტილოვანი (ლედ) განათება, რაც ენერგიის დაზოგვასთან ერთად ნათების  უკეთეს ეფექტს იძლევა;
  • ოთახიდან გამოსვლისას ჩააქრეთ განათება, გამორთეთ ტელევიზორი და სხვა მოწყობილობები, რომლთა სარგებლობის საჭიროება იმ მომენტისთვის არ გაქვთ;
  • ეცადეთ გამოიყენოთ ენერგოეფექტური საოჯახო ტექნიკა, რადგან ის გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ენერგოეფექტურობას აღნიშნავს A წარწერა მოწყობილობის საპასპორტო მონაცემებზე. ეცადეთ შეიძინოთ AAA ან A+++ ენერგოეფექტურობის ტექნიკა.  
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას დააკვირდით რამდენად ჭკვიანია ის. მოწყობილობების უმეტესობა ავტომატურად უნდა გადავიდეს მოლოდინის რეჟიმზე მათი არ გამოყენების პირობებში. აღნიშნული შეამცირებს როგორც ,,უნებლიე’’ მოხმარებას, ასევე დაკავშირებულია ტექნიკის დაზიანების და ხანძრის წარმოშობის რისკების შემცირებასთან. ამასთან, გახსოვდეთ, რომ ისინი აღნიშნულ რისკებს არ ანულებენ ელექტრო ქსელთან მიერთებულ მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში და საუკეთესო გამოსავალი მაინც მათი ქსელიდან გამორთულ მდგომარეობაში დატოვებაა;
  • ნუ დატოვებთ მაცივრის კარს ხანგრძლივად ღია მდგომარეობაში, აღნიშნული იწვევს ტემპერატურული რეჟიმების დაღვევას, რისი აღდგენისთვისაც საჭიროა დამატებითი ელექტროენერგიის მოხმარება.
  • შეეცადეთ ნებისმიერი ტიპის სარეცხი მანქანა გამოიყენოთ არა პიკურ საათებში (სასურველია ღამის 22:30 სთ-ს შემდეგ ან დილით 8:30-მდე. თუკი ვერ ახერხებთ ამ პერიოდებში, ნაკლებად ეფექტური, თუმცა დადებითი ეფექტის მომტანი ალტერნატივაა შუადღის 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე მონაკვეთში). აღნიშნულით ხდება ელექტროენერგიის დამატებით სიმძლავრეებზე მოთხოვნის შემცირება, რაც შედეგად იწვევს დადებით ზემოქმედებას გარემოზე და ასევე სამომხმარებლო ტარიფებზე.
  • ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ დღის განათება როგორც სამუშაო, ასევე პირადი სივრცის მოწყობის დროს;
  • გამოიყენეთ განათების სენსორები, რომლებიც ავტომატურად ირთვება მოძრაობის ან დღეღამის რეჟიმში;
  • გათბობის მოწყობილობის შერჩევისას, ეცადეთ აირჩიოთ გამათბობელი ტემპერატურის კონტროლით;
  • ნუ დატოვებთ მობილური ტელეფონის, ლეპტოპის და სხვა მოწყობილობების დამტენს შეერთებულს;
  • შეარჩიეთ ავტომატური ,,ძილის’’ რეჟიმი თქვენს კომპიუტერებზე და პრინტერებზე;
  • სითბოს შენარჩუნება და კარგვა უმეტეს სახლებში ფანჯრების და ჰერმეტულობის დარღვევის გამო ხდება. ასევე მნიშნველოვან გავლენას ახდენს შენობების კედლების თბოიზოლაცია.  ამიტომ სასურველია დაამონტაჟოთ ენერგოეფექტური ფანჯრები და მოახდინოთ სახლის ჰერმეტიზაცია. რის შედეგად ზამთარში თბილი, ხოლო ცხელ სეზონზე გრილი ნაკადის ზედმეტი შემოდინება-გადინებისგან დაიცავთ თავს. ეს კი შესაბამისამდ დამატებითი გათბობა-გაგრილების ხარჯების შემცირებასთან იქნება დაკავშირებული. შენობების კედლების თბოიზოლაცია სასურველია გათვალისწინებულ იქნას მშენებლობების და სარემონტო საშუალებების დროს. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს თბოიზოლაციის მასალებით შეფუთული შენობების შემთხვევაში გათბობა გაგრილების ხარჯები სულ მცირე 20% ით მცირდება;
  • შეცვალეთ თქვენი ყოველდღიური ქცევა - ენერგიის დაზოგვა შეიძლება ისეთი მარტივი ჩვევებით, როგორიცაა, მაგალითად, განათების ან ტექნიკის გამორთვა, მაშინ როცა მათ არ იყენებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში; დღის განმავლობაში გამოიყენეთ ბუნებრივი განათება; შეძლებისდაგვარად, სარეცხი მანქანის მეშვეობით გარეცხეთ ტანსაცმლი გრილ წყალში; 
  • უფრო საზრიანად გამოიყენეთ სამზარეულო ტექნიკა - ბევრი ჩვენგანი ჩაიდანსა თუ ქვაბში ხანდახან მაინც ადუღებს იმაზე მეტ წყალს, ვიდრე რეალურად გამოვიყენებთ. მოერიდეთ ჩაიდნის/ქვაბის ზედმეტად შევსებას; შეძლებისდაგვარად არ ჩართოთ სამზარეულოს ღუმელი გამოყენებამდე და დაზოგეთ ენერგია.

 

„აიჩემე დაზოგვა“ და გაუფრთხილდი გარემოს!