პაკეტი |
ტიპი |
საფასური |
შესრულების ვადები |
0-10 კვტ 0.22კვ |
მარტივი |
687 |
7 სამუშაო დღე |
რთული |
2673 |
მშენებლობის შეთანხმების მიღებიდან 20 სამუშაო დღე |
|
0-10 კვტ 0.38 კვ |
მარტივი |
1159 |
7 სამუშაო დღე |
რთული |
3447 |
მშენებლობის შეთანხმების მიღებიდან 20 სამუშაო დღე |
|
10-30 კვტ 0.38 კვ |
მარტივი |
1285 |
7 სამუშაო დღე |
რთული |
5700 |
მშენებლობის შეთანხმების მიღებიდან 20 სამუშაო დღე |
სტანდარტული მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა მოგვმართოს ქსელზე დროებითი მიერთების სტანდარტული განაცხადით, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი პაკეტის მიერთების საფასურის დამადასტურებელი საგადახდო დავალება ან ქვითარი. სისტემის ოპერატორი 2 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს სტანდარტული პირობით მიერთების მსურველის განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის სრული ტექნოლოგიური ციკლით დაკმაყოფილების შესახებ.
მარტივი მიერთება გულისხმობს ისეთ ტიპის მიერთებას, როდესაც ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთების სრული ტექნოლოგიური ციკლისთვის, არ არის საჭირო არსებული გამანაწილებელი ქსელის გაძლიერება (არსებული სადენის კვეთის გაზრდა), ახალი ქსელის მშენებლობა (დამატებითი საყრდენ(ებ)ის მონტაჟი) ან/და რაიმე სახის ნებართვის მიღება და შემოიფარგლება მხოლოდ მომხმარებლის სისტემასთან მიერთების წერტილში საჭირო სამუშაოებით, საჭიროების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძისა შესაბამისი სადენის მოწყობით;
რთული მიერთება გულისხმობს სხვა ყველა ისეთი ტიპის მიერთებას, რომელიც არ განეკუთვნება მარტივი ტიპის კატეგორიას.
სტანდარტული განაცხადის ფორმაში აუცილებლად უნდა იყოს შევსებული (წინააღმდეგ შემთხვევაში დადგინდება ხარვეზი):
1. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, ხოლო არსებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – აბონენტი ნომერი და მისამართი.
2. სისტემის ოპერატორის მიერ საჯაროდ შეთავაზებული სტანდარტული პირობის შესაბამისი პუნქტი.
3. მოთხოვნილი ძაბვა და სიმძლავრე.
4. სხვა აუცილებელი პუნქტები რაც გათვალისწინებულია სტანდარტული განაცხადის ფორმით.
განაცხადზე აუცილებელია თანდართული იყოს:
1. სისტემის ოპერატორის მიერ, სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მომსახურებისთვის საჯაროდ შეთავაზებული საფასურის ავანსის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
2. მიერთების მსურველის მიერ ხელმოწერილი მიწოდების ხელშეკრულება.
3. ფოტოსურათი:
3.1. მისაერთებელი ობიექტის, ადგილი და არსებული გამანაწილებელი ქსელის სრულის ხედით
3.2. განამაწილებელი ქსელის იმ ადგილის, საიდანაც გსურთ რომ განხორციელდეს მომარაგება
განაცხადზე სასურველია თანდართული იყოს:
1. სისტემის ოპერატორის მიერ საჯაროდ შეთავაზებული პირობა (შესაძლებელია ვებ-გვერდიდან ამობეჭდილი ვერსიის თანდართვაც).
2. სხვა დოკუმენტაცია რაც საჭიროა დროებითი მიერთების უზრუნველსაყოფად.