ჩვენს კომპანიაში ადამიანური რესურსების მართვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებული და პროფესიულად მზარდი პერსონალის რესურსის შექმნა. შესაბამისად, კომპანია ორიენტირებულია პრაქტიკული სწავლების საფუძველზე მოახდინოს მაღალკვალიფიციური პერსონალის დასაქმება, მათი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება.
კომპანიაში დასაქმების მსურველ, კვალიფიციურ კანდიდატებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ კომპანიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.
კონკურსების შესახებ ინფორმაციის განთავსება ხდება კომპანიის ვებ გვერდზე და დასაქმების საძიებო ვებ გვერდებზე. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებადა იწყება კანდიდატის მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმის და რეზუმეს გადახედვიდან. საკონკურსო სიაში მოხვედრილი კანდიდატები გაივლიან პროფესიულ ტესტირებას და წარმატების შემთხვევაში გასაუბრებას. როგორც ტესტირების, ასევე გასაუბრების ეტაპზე, კანდიდატების შეფასება ხდება თანაბარ, სტანდარტულ პირობებში, სადაც თითოეულს ეძლევა თანაბარი შესაძლებლობა მოახდინოს საკუთარი ცოდნის და უნარების დემონსტრირება. კონკურსზე კანდიდატების მოწვევა ხდება 1 სამუშაო დღით ადრე მაინც.
კონკურსის თითოეული ეტაპი გამჭვირვალეა და იძლევა კანდიდატის შესახებ დათვლად შედეგებს, ამიტომ შეფასების ქულების მიხედვით, მხოლოდ საუკეთესო (უმაღლესი ქულის მქონე) კანდიდატები გადადიან შერჩევის მომდევნო ეტაპზე და იღებენ დასაქმების შეთავაზებას.
დასაქმება მეშვიდე რგოლის თანამდებობებზე
ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია, ჩვენს პოტენციურ თანამშრომლებს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სთავაზობს პრაქტიკულ სწავლებას მეშვიდე რგოლის შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად:
აღნიშნულ თანამდებობებზე დასაქმებისთვის აუცილებელია გაიაროთ სტაჟირების შესაბამისი პროგრამა. სტაჟირების პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ ჩაერთვებით პერსონალის დასაქმების გამჭვირვალე პროცესში, სადაც შეფასების კრიტერიუმები მკაცრად არის განსაზღვრული და ყველა კანდიდატს ეძლევა დასაქმების თანაბარი შესაძლებლობები.
სტაჟირების პროგრამა
სტაჟირების პროგრამის გასავლელად კანდიდატმა უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა და მიმართოს შესაბამისი ფილიალის პერსონალთან მუშაობის სამსახურს/სპეციალისტს.
სტაჟირებაზე მიღებულ კანდიდატს განესაზღვრება სასწავლო პროგრამა და შესაბამისი დავალებები, რომელსაც მეთვალყურეობას უწევს სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილი მენტორი. მენტორად შეირჩევა სს “ენერგო–პრო ჯორჯიას” ანალოგიური ან უფრო მაღალი თანამდებობის გამოცდილი თანამშრომელი.
სტაჟირების პროცესში მენტორი უზრუნველჰყოფს სტაჟიორის ადეკვატურ მომზადებას. საჭიროების შემთხვევაში, გადასცემს ყველა შესაბამის თეორიულ მასალას და პროგრამის დასრულების შემდეგ, აფასებს თუ რამდენად წარმატებით იქნა ათვისებული სტაჟიორის მიერ პროგრამით გათვალისწინებული მასალა, აკეთებს მის პიროვნულ დახასიათებას.
სტაჟირების ხანგრძლივობა:
სტაჟირების ვადა განისაზღვრება 1–დან 3 თვემდე. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სტაჟირების ვადა შესაძლოა დამატებით გაგრძელდეს არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტესტირება
მეშვიდე რგოლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, სტაჟიორებისთვის ტესტირება ტარდება ყოველთვიურად, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა სტაჟირების პროგრამაში ჩართულ ყველა მსურველს, ვისაც სტაჟირების დაწყების თარიღიდან შეუსრულდა არანაკლებ 1 თვე მაინც და რომელსაც რეკომენდაციას უწევს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
ტესტით განსაზღვრული ყველა სახის პროფესიული შინაარსის საკითხი ატვირთულია კომპანიის ონლაინ სასწავლო პლათფორმაზე, სადაც სტაჟიორებს ეძლევათ საშუალება ჩამოტვირთონ როგორც სასწავლო მასალა, ტესტები სწორი პასუხებით, ასევე, გამოცდამდე, ცოდნის გადამოწმების მიზნით გაიარონ ონლაინ საიმიტაციო ტესტირება. საგამოცდო საკითხები შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე: http://training.energo-pro.ge/
საგამოცდო ბილეთი შედგება 30 კითხვისგან და მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ტესტირებისთვის განკუთვნილი დრო: 45 წთ.
ტესტირების შედეგები და მონაცემთა დათვლა:
ტესტირების შედეგების საფუძველზე მიიღება შემდეგი სამი სახის გადაწყვეტილება:
დასაქმება:
ვაკანტურ თანამდებობებზე პირველ რიგში წარდგენილნი იქნებიან ტესტირების შედეგად ყველაზე მაღალი ქულის მქონე სტაჟიორები. ამასთანავე გათვალისწინებული იქნება სტაჟირების პროგრამის გასავლელად შევსებულ სააპლიკაციო ფორმაში კანდიდატის მიერ მითითებული პრიორიტეტები დასაქმების ადგილმდებარეობის შესახებ.
ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად, კანდიდატი ვალდებულია პერსონალთან მუშაობის სპეციალისტს წარუდგინოს შევსებული ანკეტა და სამსახურში მიღებისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია.
გისურვებთ წარმატებებს!