ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ობიექტზე მიკროსიმძლავრით ელ. მომარაგება

ობიექტზე მიკროსიმძლავრით ელ. მომარაგება

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში (მათ შორის, საკუთრების, იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით) არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს, მომხმარებლის შიდა ქსელთან ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან დაერთებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს.

საცალო მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხდება განაწილების ლიცენზიატისთვის „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის“ გადახდის პირობით, ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად. საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს გამანაწილებელ ქსელზე მომხმარებლის მისაერთებელ სიმძლავრეს, ხოლო საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე – გამანაწილებელ ქსელთან ამ მომხმარებელთა ჯგუფის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს


ა) არსებული მომხმარებლის შიდა ქსელში დაერთების შემთხვევაში – დანართით №4 განსაზღვრული „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური“;

ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შემთხვევაში –დანართით №2 გათვალისწინებული „0,220კვ, 0,380 კვ, და 6/10 კვ ძაბვაზე ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური“ და დანართით №4 განსაზღვრული „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური“;

გ) მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მოთხოვნის შემთხვევაში (ჭკვიანი მრიცხველის მოწყობისთვის) – დანართით №4 განსაზღვრული „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური“, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომხმარებელი მიერთებულია საერთო სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს ან გააჩნია ჭკვიანი მრიცხველი;

დ) სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდას, შიდა ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობისას, ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის, ან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლის სიმძლავრის გაზრდას – სიმძლავრის გაზრდაზე წესებით გათვალისწინებული საფასური.
 

გამანაწილებელ ქსელში ინვერტორის საშუალებით ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმულ სიმძლავრედ განისაზღვრება ინვერტორის ცვლადი დენის მხარეს არსებულ დადგმულ სიმძლავრესა დამუდმივიდენის მხარეს წარმოების მოწყობილობების  დადგმულ სიმძლავრეს შორის უმცირესი სიმძლავრე.“
 

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის (მათ შორის, მომხმარებლის შიდა ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის) დადგმული სიმძლავრის ცვლილების  შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს წერილობით სისტემის ოპერატორს
 

თუ მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება გამანაწილებელ ქსელთან მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს (მაგრამ არაუმეტეს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისთვის კომისიის მიერ დადგენილი დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარისა), სისტემის ოპერატორი  აბონენტის ნომერზე რეგისტრირებულ მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფთს მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის პროცესის დაწყებისთვის (სისტემის ოპერატორთან შესაბამისი განაცხადით მიმართვისათვის) ან/და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის მომხმარებლის (ან მომხმარებელთა ჯგუფის) გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრესთან შესაბამისობაში მოყვანისთვის განუსაზღვრავს ვადას, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი წინასწარ არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის ტექსტური შეტყობინებით გაფრთხილების შემდეგ შეწყვეტს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ან იმ მომხმარებლის მომარაგებას, რომლის შიდა ქსელზეც დაერთებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.
 

თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისთვის კომისიის მიერ დადგენილი დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარს, ამ ფაქტის დაფიქსირებიდან ელექტროენერგიის წარმოების საშუალება კარგავს წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსს და ჩერდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დარიცხვის და ანგარიშსწორების პირობები.

 

2024 წლის სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელი ქსელის მაქსიმალურმა პიკურმა დატვირთვამ შეადგინა 1098 მგვტ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის #19 დადგენილების 21 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად ქსელზე დასაშვები მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მაქსიმალური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 219,6 მგვტ-ს. 2025 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით ქსელზე მიერთებული და განაცხადებით მიღებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრემ გადააჭარბა ქსელზე დასაშვებ სიმძლავრეს.


დანართი №4

ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ვადები და საფასური
 

  ძაბვის  საფეხური,

კვ

სიმძლავრე,

კვტ

აღრიცხვის სისტემის  მოწყობის ვადა (სამუშაო დღე) 

მრავალფუნქციური ელექტრონული 

აღრიცხვის სისტემის მოწყობის 

საფასური დღგ-ის ჩათვლით, ლარი

 ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის 

ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ლარი

0,4 1-10 (220 ვ) 15 400 400
45667 15 600 600
10-დან -30 15 600 600
30-დან-50 15 700 600
50-დან -80 15 700 600
80-დან – 100 20 800 600
100-დან-120 20 800 600
120-დან -150 20 1000 600
150-დან -200 20 1200 600
200-დან -320 20 2200 2000
320-დან -500 20 2500 2000
500-დან -800 25 2800 2000
 800-დან -1000 25 3100 2000
 1000-დან და მეტი კვტ 25 3500 2000
6-10 1-500 25 13000 2000
500-დან -1000 25 14000 2000
 1000-დან და მეტი კვტ 25 15000 2000
 
საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:

მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“

ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006
 

მიმღები ბანკის დასახელება: სს "საქართველოს ბანკი"

ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000609622943


დანიშნულება: მიკროსიმძლავრის მომხმარებლის (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი) ქსელზე მიერთების საფასური.
ქსელზე მიერთების შევსებული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge