ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

სიმძლავრის გაზრდა

სიმძლავრის გაზრდა

მომხმარებელი ვალდებულია სისტემის ოპერატორს აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნის შესახებ, ხოლო სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წესების მე-11 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად აკონტროლოს და შეზღუდოს ამ ობიექტის მისაერთებელი სიმძლავრე. მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს სისტემის ოპერატორს „მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია). აღნიშნული განაცხადის ფორმა ასევე გამოიყენება, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლის (შეცვლის) მოთხოვნას.

მომხმარებლის მიერ „ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია წესების მე-17 და მე-18 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

მომხმარებელი ვალდებულია, „ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობითი ფორმით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.

სისტემის ოპერატორი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – ელექტრონულად ან მატერიალურად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.
თუ 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მისაერთებელი სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით ისე, რომ საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის შეცვლა ან/და ითხოვს მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლას (შეცვლას), ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორის მიერ უნდა მოხდეს ახალი ტექნიკური პირობის გაცემა და ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა) ახალი ტექნიკური პირობის მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საფასური, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:

ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე ან/და მოთხოვნილი ძაბვის საფეხური გადადის გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასურს, გამოკლებული ახალი ობიექტის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრული საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მიერთების სიმძლავრეს;

ბ) თუ მოთხოვნილი სიმძლავრე არ სცილდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტის ფარგლებს, რომელსაც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მისაერთებელი სიმძლავრე:

ბ.ა) მოთხოვნილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა სისტემის ოპერატორის მიერ ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომელიც იანგარიშება ყოველ კვტ-ისთვის, გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების შესაბამისი მისაერთებელი შეთავაზებული პაკეტის საფასური გაყოფილი ამ პაკეტის მაქსიმალურ სიმძლავრეზე და გამრავლებული მომხმარებლის მიერ დამატებით მოთხოვნილ კვტ-ებზე;

ბ.ბ) თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდება არ საჭიროებს მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციას ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობასა და დამონტაჟებას მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა არ ხდება.

ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა განაცხადით მოთხოვნილ სიმძლავრეზე წესების №2 დანართით შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრულ ვადაში.

თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი სიმძლავრე, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია წესების მე-18 მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოებზე გადახდილი უნდა იქნეს წესების დანართით №3 განსაზღვრული „აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური“ შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.

თუ ადგილი აქვს ელექტროენერგიის ფაქტობრივი მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნას 6/10 კვ. ძაბვის საფეხურზე 501 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით ან 35/110 კვ ძაბვის საფეხურზე 5001 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით, ასეთი მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ განმცხადებლის (სიმძლავრის გაზრდის მსურველის) ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ აშკარად შეუძლებელია უფრო დაბალი ძაბვის საფეხურზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა. აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება 6/10 კვ და 35/110 კვ ძაბვის მომხმარებლების მიერ იმავე ძაბვის საფეხურზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდაზე.
 
 

დანართი № 2

 

ძაბვის საფეხური 

(კვ)

სიმძლავრე

(კვტ)

ახალი ობიექტის გამანაწილებელ  

ქსელთან მიერთების ვადა (სამუშაო დღე)

ახალი ობიექტის მიერთების  საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი)
თვითმმართველ ქალაქებში სხვა მუნიციპალიტეტებში
0,4 10 (1-10 კვტ 220 ვ.) 40 60 800
10 (1-10 კვტ 380 ვ) 40 60 2000
10-დან -30 40 60 7000
30-დან-50 40 60 14000
50-დან -80 40 60 22400
80-დან – 100 40 60 28000
100-დან-120 40 60 36000
120-დან -150 40 60 45000
150-დან -200 45 60 80000
200-დან -320 60 90 110000
320-დან -500 60 90 167500
500-დან -800 90 110 216000
800-დან -1000 90 110 270000
1000-დან -1300 90 110 288000
1300-დან -1600 90 110 320000
1600-დან -2000 90 110 400000
2000-დან -2600 90 110 520000
2600-დან -3200 90 110 640000
6-10 1-500 60 90 130000
500-დან -1000 90 110 200000
1000-დან -1500 90 110 287000
1500-დან -2000 90 110 350000
2000-დან -3000 90 120 463500
3000-დან -5000 90 120 749000
 
 
საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:
 
მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“
 
ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006
 

მიმღები ბანკის დასახელება: სს "საქართველოს ბანკი"

ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000609622943

დანიშნულება: სიმძლავრის გაზრდის (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი) ქსელზე მიერთების საფასური.
სიმძლავრის გაზრდის შევსებული განაცხადის ფორმა
შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge