სისტემის ოპერატორის წინასწარი ინფორმირებით, მომხმარებელს უფლება აქვს სარგებლობდეს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებით, იმ პირობების გათვალისწინებით, რომ წარმოებული ელექტროენერგია არ გადადინდება გამანაწილებელ ქსელში და სრულად ათვისებული იქნება მხოლოდ მომხმარებლის საკუთარი მოხმარებისთვის. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში გადადინება დასაშვებია მხოლოდ აღნიშნული წარმოების საშუალების სისტემის ოპერატორთან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურად რეგისტრაციის ან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე იმავე წარმოების საშუალების ნაწილში წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად რეგისტრაციის შემთხვევაში.
ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინება უნდა შეიზღუდოს მომხმარებლის მიერ მომხმარებლის შიდა ქსელში შესაბამისი ავტომატიკის ან სხვა ტექნიკური საშუალებების, ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის სპეციალური სქემის მოწყობით, რაც ტექნიკურად ზღუდავს წარმოებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინებას.
ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინების კონტროლის მიზნით, მომხმარებელთან, რომელიც ფლობს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარ საშუალებას, ხდება ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველის მონტაჟი შემდეგი პროცედურის დაცვით: ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებით სარგებლობის ფაქტის გამოვლენისთანავე, სისტემის ოპერატორი მომხმარებელს აცნობებს წარმოების საშუალების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სისტემის ოპერატორთან ან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე რეგისტრაციამდე გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის გადადინების აკრძალვის შესახებ, და მომხმარებელს რეგისტრაციისთვის მისცემს გონივრული ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 თვეზე მეტი. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, თუ ამ პერიოდში მომხმარებელმა სათანადო განაცხადით არ მოითხოვა ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველის მონტაჟი, სისტემის ოპერატორი თავად დაამონტაჟებს ელექტროენერგიის ორმიმართულებიან (რევერსული) მრიცხველს და მომხმარებელს დაარიცხავს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასურს, წესების №4 დანართით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად.
დანართი №4
ძაბვის საფეხური,
კვ
|
სიმძლავრე,
კვტ
|
აღრიცხვის სისტემის მოწყობის ვადა (სამუშაო დღე) |
მრავალფუნქციური ელექტრონული
აღრიცხვის სისტემის მოწყობის საფასური
დღგ-ის ჩათვლით, ლარი
|
ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის
ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ლარი
|
0,4 |
1-10 (220 ვ) |
15 |
400 |
400 |
45667 |
15 |
600 |
600 |
10-დან -30 |
15 |
600 |
600 |
30-დან-50 |
15 |
700 |
600 |
50-დან -80 |
15 |
700 |
600 |
80-დან – 100 |
20 |
800 |
600 |
100-დან-120 |
20 |
800 |
600 |
120-დან -150 |
20 |
1000 |
600 |
150-დან -200 |
20 |
1200 |
600 |
200-დან -320 |
20 |
2200 |
2000 |
320-დან -500 |
20 |
2500 |
2000 |
500-დან -800 |
25 |
2800 |
2000 |
800-დან -1000 |
25 |
3100 |
2000 |
1000-დან და მეტი კვტ |
25 |
3500 |
2000 |
6-10 |
1-500 |
25 |
13000 |
2000 |
500-დან -1000 |
25 |
14000 |
2000 |
1000-დან და მეტი კვტ |
25 |
15000 |
2000 |
მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინების შეზღუდვის პირობის დარღვევის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ არის რეგისტრირებული სათანადო წესით ელექტროენერგიის საცალო ან საბითუმო ბაზარზე და მომხმარებელთან დამონტაჟებულ ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველზე დაფიქსირებული მონაცემით დასტურდება, რომ ადგილი აქვს წარმოებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში უკანონოდ (არასანქცირებულად) გადადინებას სისტემის ოპერატორი გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის:
მომხმარებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას შიდა ქსელში შესაბამისი ავტომატიკის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მოწყობისთვის, ხოლო აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ გამანაწილებელ ქსელში თავად მოაწყობს შესაბამის ავტომატიკას და ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს ელექტროენერგიის ქსელში გადადინების თავიდან ასაცილებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.
სააპლიკაციო ფორმა ჩამოტვირთეთ აქ: