ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

უძრავი ქონების ნაწილის დროებით მოსარგებლე

უძრავი ქონების ნაწილის დროებით მოსარგებლე

პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება სისტემის ოპერატორის მიერ ამ აბონენტის ელექტროენერგიის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის ელექტროგაყვანილობისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს სისტემის ოპერატორის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი.

მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ ელექტროენერგიის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ელექტროქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ელექტროქსელის სხვადასხვა აბონენტებზე განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის იმავე ტარიფით, რა ძაბვაზეც ხდება სისტემის ოპერატორის ქსელიდან ელექტროენერგიის ამ მრიცხველში მიღებააღრიცხვა. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად მიმწოდებელი ან/და სისტემის ოპერატორი წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულნი არიან:

ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიონ მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოონ ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად საფასური დაარიცხონ ელექტროენერგიის მოხმარების შესაბამისად;

გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილონ მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად;

დ) მომხმარებელთა შორის, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, შეისწავლონ საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია;

ე) საჭიროების შემთხვევაში, მოახდინონ მონაცემების კორექტირება მომხმარებლების საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ მომარაგების შეწყვეტის მოთხოვნა, სისტემის ოპერატორის მიერ უნდა აღსრულდეს და ელექტროენერგიით მომარაგება საანგარიშსწორებო მრიცხველზე უნდა განხორციელდეს იმ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. მიმწოდებლის ან სისტემის ოპერატორის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ოპერატორის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.

თუ ერთ შენობაში განთავსებულია ორი ან მეტი დამოუკიდებელი სუბიექტი (პირი), რომელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება ტექნიკურად შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, აღნიშნულ პირებთან დადებული მატერიალური ან ელექტრონული ფორმის ხელშეკრულების საფუძველზე, დაარეგისტრიროს ისინი აბონენტად. ინდივიდუალურ აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის გაანგარიშება განხორციელდება საერთო ხარჯის აღმრიცხველი მრიცხველის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია:

ა) დროულად წარადგინოს კომისიაში ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება;

ბ) თითოეული პირი აიყვანოს ინდივიდუალურ აბონენტად და მომსახურება განახორციელოს წესებითა და მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
 

დანართი №3

აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური

 

ძაბვის საფეხური, კვ სიმძლავრე, კვტ აღრიცხვის კვანძის  მოწყობის ვადა (სამუშაო დღე) აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური დღგ-ის ჩათვლით ლარი
0,4 1-10 (220 ვ.) 10 100
45667 10 300
10-დან -30 10 350
30-დან-50 10 600
50-დან -80 10 650
80-დან – 100 15 700
100-დან-120 15 750
120 დან-150 15 800
150-დან -200 15 850
200-დან -320 15 950
320-დან -500 15 1200
500-დან -800 20 1500
800-დან -1000 20 2200
1000-დან და მეტი კვტ 20 3000
6-10 1-500 25 13000
500-დან -1000 25 14000
1000-დან და მეტი კვტ 25 15000
 
საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:
 
მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“
 
ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006
 

მიმღები ბანკის დასახელება: სს "საქართველოს ბანკი"

ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000609622943

დანიშნულება: უძრავი ქონების ნაწილის დროებით მიერთების საფასური (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი).
 
უძრავი ქონების ნაწილის დროებით მიერთების განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge