ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

არარეგულირებული ახალი მიერთება

არარეგულირებული ახალი მიერთება

ა) არარეგულირებულია ახალი მიერთება თუ ობიექტზე ადგილი აქვს ისეთ მიერთებას როდესაც განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრე არ ჯდება რეგულირებული ახალი მიერთების მოთხოვნილ პაკეტებში, ასევე ობიექტი განაცხადში მითითებული ძაბვის მიხედვით დაშორებულია კომპანიის კუთვნილი გამანაწილებელი ქსელიდან უფრო მეტი მანძილით (სადაც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას):
 

  • 0,4 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში (6/10 კვ და 0.4 კვ) – 600 მ-ზე მეტ რადიუსში;
  • 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში - არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 6 კმ-ის რადიუსში.

 

ასევე თუ ადგილი აქვს 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ქსელის) მიერთების მოთხოვნას გამანაწილებელ ქსელზე ან ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს განაწილების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში (არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში) მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

 

  • მიერთების წერტილს;
  • მიერთების ძაბვის საფეხურს;
  • მისაერთებელ სიმძლავრეს (პროექტის შესაბამისად).

 

გაცემული ტექნიკური პირობების შესაბამისად თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს მიერთების მსურველი ვალდებულია:


სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები;


წინასწარ წერილობით აცნობოს განაწილების ლიცენზიატს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას (განაწილების ლიცენზიატის მიერ ზედამხედველობის შემთხვევაში) და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე განაწილების ლიცენზიატის წერილობითი მითითებები;


ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაცხადით მიმართოს განაწილების ლიცენზიატს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს „აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის“ 50%, მის მიერ თითოეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (დანართით №6, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.


ბ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნისას, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების დანართი #4-ით გათვალისწინებულ საფასურთან ერთად, მიერთების მსურველი ასევე დამატებით იხდის თითოეული ახალი მომხმარებლისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურს - 100 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) დამატებით. ანუ, 20 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მიერთების შემთხვევაში, საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული მისაერთებელი სიმძლავრის საფასურთან ერთად, მიერთების მსურველი დამატებით გადაიხდის 2000 ლარს აღრიცხვის კვანძის მოწყობისთვის.

 

გ) ერთდროულად 2 ან მეტი აბონენტის მიერთების შემთხვევაში, მრავალბინიანი სახლის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) ერთდროულობის დატვირთვის კოეფიციენტის ცხრილი გაზიფიცირებული სექტორისთვის.

 

აბონენტთა რაოდენობდა ახალი
 კოეფიციენტები    
2 0.78 
3 0.67 
5 0.56 
6 0.53 
9 0.47 
12 0.43 
15 0.40 
18 0.39 
24 0.37 
40 0.33 
60 0.3 
100 0.28 
150 0.27 
200 0.26 
250 0.26 

 

დანართი №3
აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური

 

ძაბვის საფეხური, კვ სიმძლავრე, კვტ აღრიცხვის კვანძის აღრიცხვის კვანძის 
მოწყობის ვადა
(სამუშაო დღე)
მოწყობის საფასური დღგ-ის ჩათვლით ლარი
0,4 1-10 (220 ვ.) 10 100
1-10 10 300
10-დან -30 10 350
30-დან-50 10 600
50-დან -80 10 650
80-დან – 100 15 700
100-დან-120 15 750
120 დან-150 15 800
150-დან -200 15 850
200-დან -320 15 950
320-დან -500 15 1200
500-დან -800 20 1500
800-დან -1000 20 2200
1000-დან და მეტი კვტ 20 3000
6/10 1-500 25 13000
500-დან -1000 25 14000
1000-დან და მეტი კვტ 25 15000

 

საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:


მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“
ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006

მიმღები ბანკის დასახელება: სს "საქართველოს ბანკი"

ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000609622943


დანიშნულება: ახალი არარეგულირებული მომხმარებლის (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი) ქსელზე მიერთების საფასური.

ახალი არარეგულირებული მომხმარებლის ქსელზე მიერთების შევსებული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ

ელ-მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge

განაცხადის ფორმა ჩამოტვირთეთ აქ: