ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ხშირად დასმული კითხვები

მიერთების  მსურველმა  შესაბამისი  განაცხადით  უნდა  მიმართოს  ენერგოკომპანიას  და  თან  დაურთოს  პირადობის  დამადასტურებელი  დოკუმენტის  ასლი.

უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, ახალმა მომხმარებელმა სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებისთვის უნდა გადაიხადოს წესების დანართი №4-ით განსაზღვრული ჭკვიანი მრიცხველის მოწყობისთვის შეთავაზებული პაკეტის საფასური, თუ:


ა) ადგილი აქვს 0-დან – 10 კვტ-მდე სიმძლავრით მიერთებული უძრავი ქონების ერთი უძრავი ქონებით გამოყოფას და გამოყოფილი უძრავი ქონების მესაკუთრე ითხოვს 0-დან – 10 კვტ სიმძლავრით მიერთებას; 


ბ) 10 კვტ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტი სიმძლავრით მიერთებული მომხმარებლის უძრავი ქონების გაყოფისას არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება სიმძლავრის გაყოფაზე და არსებული სიმძლავრე საკმარისია ძველი და გამოყოფილი ქონების არანაკლებ 10 კვტ სიმძლავრით მომარაგებისთვის; 


გ) შენობა-ნაგებობაში არსებული ერთი ან რამდენიმე უძრავი ქონება მარაგდება ელექტროენერგიით (რეგისტრირებული აბონენტის მეშვეობით), ადგილი აქვს ამ შენობა-ნაგებობაში ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან ინდივიდუალურად მიერთების მოთხოვნას და ამ ობიექტის არანაკლებ 10 კვტ. სიმძლავრით მომარაგებისთვის საჭიროა მხოლოდ აღრიცხვის კვანძის მოწყობა.
 

მომხმარებელი ვალდებულია მიმართოს სისტემის ოპერატორს „მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადით  და განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.


თუ 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მისაერთებელი სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით ისე, რომ საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის შეცვლა ან/და ითხოვს მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლას (შეცვლას), ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორის მიერ უნდა მოხდეს ახალი ტექნიკური პირობის გაცემა და ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა) ახალი ტექნიკური პირობის მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საფასური, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად: 


ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე ან/და მოთხოვნილი ძაბვის საფეხური გადადის გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასურს, გამოკლებული ახალი ობიექტის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრული საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მიერთების სიმძლავრეს.


ბ) თუ მოთხოვნილი სიმძლავრე არ სცილდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტის ფარგლებს, რომელსაც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მისაერთებელი სიმძლავრე:


      ბ.ა) მოთხოვნილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა სისტემის ოპერატორის მიერ ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომელიც იანგარიშება ყოველ კვტ-ისთვის, გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების შესაბამისი მისაერთებელი შეთავაზებული პაკეტის საფასური გაყოფილი ამ პაკეტის მაქსიმალურ სიმძლავრეზე და გამრავლებული მომხმარებლის მიერ დამატებით მოთხოვნილ კვტებზე;


      ბ.ბ) თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდება არ საჭიროებს მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციას ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობასა და დამონტაჟებას მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა არ ხდება.